შსს მინისტრი განმარტავს რატომ ჩავიდა ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება სადაც, მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა:

„ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ბევრ კარგს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც სამეგრელოსთვის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 30 მარტს ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიბაკურიანში სასტუმრო “რეზიდენსში” ხანძარია
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – ბიძინა ივანიშვილის სოფელ ხიბულაში ჩასვლა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს უკავშირდებოდა