შსს: მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ეძგვერაძის ცემაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

ენმ-ის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შსს-ში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს მათ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

რაც შეეხება ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმას, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა” აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები… ენმ უნდა გაერთიანდეთ კვლავ და დაუბრუნდეთ ნორმალური თანაცხოვრების რეჟიმს
შემდეგი სტატიაგვარამია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმარება-ახლა დასავლეთს ვერ ეტყვი, რუსეთში გაიქცა და ჩვენი მოქალაქე არაა და ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო