21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

შსს მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია უწყების განცხადებში.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანიაა.

banner
წინა სტატიაშისტარმერი: ვამაყობ, რომ ჩვენ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს მსოფლიოში
შემდეგი სტატია“დროას” ინფორმაციით, ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაჰყავთ