შსს მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცლებს,რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე. დადგინდა, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი – არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.”

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნება” მურთაზ ზოდელავას მიერ პლაკატის ჩამოხევას აპროტესტებს
შემდეგი სტატიაამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი დუშეთში-ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს