შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნტით, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

თავად ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ორი უცნობი ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი მის სახლთან მოხდა. კუპრავას დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული
შემდეგი სტატიამურთაზ ზოდელავა: ზვიად კუპრავას ცემა ხელისუფლების ორგანიზებულია ფაქტია