„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
დღეს, დილით პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძეს გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე განცხადებით, ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას თვალის არეში დაზიანება მიაყენა.