შსს-მ ზუგდიდში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზაალ ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

banner
წინა სტატიაში“მაესტრო” ეთერში წარწერის გარეშე გავა
შემდეგი სტატიამაკა ასათიანი თბილისში დღეს ჩამოვა