შსს-მ ზუგდიდის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს
დაბადებული დავით ბ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს,
ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით,
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო
ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ
გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში
დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიჯორჯ კლუნმა ანგელა მერკელთან მიგრანტების პრობლემა და სირიის კრიზისი განიხილა
შემდეგი სტატიამთავრობის ექსკლუზიური ურთიერთობა HUMANITY GEORGIA-სთან ბევრ კითხვას აჩენს