შსს-მ ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

Crime Scene

კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო.

“ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება
შემდეგი სტატიათბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ