შსს-მ ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული ხათუნა ბ. მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებულ პაატა ხ-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ხათუნა ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზვიად ქორიძე – საიდან იცის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, მე რა ჩვენება მივეცი
შემდეგი სტატია“ამორალური ქურდების დამცველი” (ვიდეო)