შსს-მ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს დეტექტივებიმა წარსულში ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული სარდიონ ღ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ელდარის ქუჩაზე მდებარე ყოფილი 109-ე სკოლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ნელი ს-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სარდიონ ღ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ვირუსის ბლოკატორები