შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

news
ავტ.: news მარტი 12, 2016 10:20

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული იური კ. ზუგდიდში დააკავეს.

“სს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული იური კ. ზუგდიდში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “გლოკის” ტიპის სხვადასხვა მოდელის 5 პისტოლეტი და 61 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და
მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

news
ავტ.: news მარტი 12, 2016 10:20