შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების და უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ელგუჯა ჟ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, სამი მჭიდი და 19 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მოკლეს პუმა, რომელსაც კბილები შუბლზე ამოსდიოდა
შემდეგი სტატიასუს-მა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა