შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ჩ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც დაკავებული გადაადგილდებოდა, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიოთხი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული-ავარია ურეკთან
შემდეგი სტატიასახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს პირველად შეიკრიბება