შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფორე ბ. ვარკეთილის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ფორე ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდითა და 197 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიბიუროზე დღეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაპროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის ორი პირი დააკავეს