შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული მ.ს. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „Femaru 37M“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, „რგ-42“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და 20 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: ენმ-დან წასული ჯგუფი პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატია”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებს აუცილებლად მოუწევთ იმ ფრაქციის დატოვება, რომელშიც ახლა არიან – აკაკი მინაშვილი