შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ნ. გორში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4799 საბრძოლო ვაზნა, კალაშნიკოვის სისტემის სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 453 გრამი ტროტილი, ორი ცეცხლგამტარი ზონარი, ერთი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და ლითონის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე: ვიზალიბერალიზაციის კონკრეტული თარიღის დასახელება რთულია, თუმცა ეს ახლო მომავლის პერსპექტივაა
შემდეგი სტატიაჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი აღარ არსებობს