შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მამუკა ქ. ბათუმში
დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მამუკა ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების, “NORINCO MODEL 213”-ის მოდელის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: “უჩა ძოძუაშვილი არ დაბრუნდება”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ,,ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება”