შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ლ.წ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული რევოლვერი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული შშმ არასრულწლოვანი უკვე სახლში იმყოფება