12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატიამიგრაციის დეპარტამენტმა თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს