შსს-მ თელავში უკანონო საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული კ.კ. საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ექვსი კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება ამონიუმი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 46 საბრძოლო ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილი დეტალები ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ფეთქებადი ნივთიერება და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.

გამოძიება საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდე ქსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსთავი 2 ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეშფოთებულია
შემდეგი სტატიათბილისის ინტერპოლმა ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა