შსს-მ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

სამართალდამცველებმა თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დიმიტრი მ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიმიტრი მ. თელავში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიანალიტიკოსებმა ისლამური სახელმწიფოს ყოველთვიური შემოსავალი დაითვალეს
შემდეგი სტატიაარასამთავრობოების აზრით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს