შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის
ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად დაკავებულია 2000
წელს დაბადებული ლ.ც. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3
მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ
მარკეტიდან გატაცებული ფული – 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ს.
და 1992 წელს დაბადებული ა.მ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ თბილისში,
ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც
ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში
დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის – ა.მ.-ს საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია
შესაბამისი ექსპერტიზები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის
სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1984 წელს დაბადებული ვ.მ.
დაკავებულმა თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან
ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა
დასახელების სიგარეტი გაიტაცა.
პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა
და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე
მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან აქციას აანონსებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა