შსს-მ თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.მ-ს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, საღამოს საათებში, ნაცნობებთან – 1993 წელს დაბადებულ ა.ს.-სა და 1993 წელს დაბადებულ რ.უ.-სთან ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის დროს ა.მ.-მ ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად რ.უ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19- 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, გორის პარკში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებენ
შემდეგი სტატიათბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს