7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

შსს-მ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ბრალდებულსა და 1971 წელს დაბადებულ გ.გ.-ს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„აღნიშნული დაპირისპირების დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო გ.გ.-მ., რომელიც შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ მოულოდნელად შეამცირა რუსეთისთვის იარაღის მიწოდება
შემდეგი სტატიაშსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა