შსს-მ თბილისსა და ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისსა და ქუთაისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ტ.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის
ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, “ტტ”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.

ასევე თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული ი.ბ. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციამ, მისი პირადი ავტომობილის
ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “ეფ1”-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ – “ნოვა”, წარმოებული პროდუქცია წარადგინა
შემდეგი სტატიაგახარიას პარტია წალენჯიხაში პროპორციული სიის მე-13 ნომერმა დატოვა