შსს-მ თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, ფეისბუკზე გამოქვეყნებული კრიტიკული სტატუსის გამო, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან. მსგავსი შინაარსის სტატუსები და კომენტარები სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ, ასევე „მარშის“ სხვა ორგანიზატორებმა, გია კორკოტაშვილმა მიხეილ ამისულაშვილმა და სხვებმა გამოაქვეყნეს.
მას შემდეგ რაც მათ მიერ გამოქვეყნებულმა კომენტარებმა საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ქართველთა მარშის” ორგანიზატორებმა facebook-ზე აღნიშნული პოსტი წაშალეს და განაცხადეს, რომ ეს განცხადებები მათ არ ეკუთვნოდათ და ისინი ყალბი ე.წ. ფეიკი გვერდების მეშვეობით გაკეთდა, თუმცა სოცქსელის რამდენიმე მომხმარებელმა მათი მიმოწერის “სქრინი”, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააკეთა და გამოაქვეყნეს, არსებობს ამ მიმოწერის ამსახველი ვიდეოც.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების შეჩერებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაე.წ. დეზერტირების ბაზარში ხანძარია