შსს-მ ,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაცია ბიზნესმენის შვილის გატაცებაზე დაადასტურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი
გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

თბილისის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად
იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის
შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი
ჯგუფი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი
მიმართულებით გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ
გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად
დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი
მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით,
გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ
გადამალული.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად
გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი
ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით
მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი
ექსპერტიზა.

თაიმერის ექსკლუზიური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.timer.ge/eqskluzivi-vakidan-21-tslis-mamakaci-gaitaces/

banner
წინა სტატიაშიTwitter-მა რუსული ბოტების აქტიურობაზე მონაცემები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიამექატრონიკა და მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი – სწორი პროფესიული არჩევანი ახალგაზრდებისთვის