შსს-მ თაღლითობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, დაკავებული არიან 1972 წელს დაბადებული მ. მ., 1980 წელს დაბადებული მ.ტ. და 1969 წელს დაბადებული ლ.კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილებისათვის განკუთვნილი ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვეს 95 500 აშშ დოლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: სოლოლაკის შუშის სასახლიდან ასხლეტილი და ჩემსკენ გამოტყორცნილი სხივი, მკლьავს, მკლьავს…
შემდეგი სტატია”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებს შენობაში დღესაც შეუშვებენ