შსს-მ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1960 წელს დაბადებული პ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ცხრა ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე, ფული – 11 200 დოლარი, 50 ევრო და 3 695 ლარი.

პოლიციამ სოფელ კრწანისში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო. სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ტტ“-ს კონსტრუქციის სამი პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „კომპაქტის“ და „არკუსის“ მოდელების ორი პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის ორი იარაღი, ოთხი სანადირო გლუვლულიანი თოფი და სამი შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4182 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული – 36 700 დოლარი.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბორჯომის სოფელ საკირეში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია30 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს