შსს-მ სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა.

შსს-მ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, დაკავებული იქნა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის 1 მოქალაქე.

გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:

1.ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების 20 ფაქტი;

2.ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების 15 ფაქტი;

3.ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების 24 ფაქტი;

4.ქურდობის 28 ფაქტი;

სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის:

1.ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 71 ფაქტი;

2. წვრილმანი ხულიგნობის 7 ფაქტი;

3.დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის 38 ფაქტი;

4.ცივი იარაღის ტარების 34 ფაქტი;

5.საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის 30 ფაქტი;

სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაპსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.

შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი, მათ შორის: 11 პირი – სსკ-ს 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ს 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ს 177-ე მუხლით, 2 პირი – სსკ-ს 273-ე მუხლით, 2 პირი – სსკ-ს 353-ე მუხლით და 1 პირი – სსკ-ს 117-ე მუხლით.

banner
წინა სტატიაშიზიმბაბვემ გაუშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ცხედარი იყო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატი გატაცებული სამირა ბაირამოვას საკითხს სწავლობს