25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

შსს-მ შიდა ქართლში 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი  გადაჰქონდათ.

პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიმომღერალ ვალერი მელაძის ძმამ, პროდიუსერმა კონსტანტინე მელაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
შემდეგი სტატიაშსს-მ ქვეყნის მასშტაბით 50 არალეგალი უცხოელი დააკავა — მიმდინარეობს მათი გაძევების პროცედურები