შსს-მ საზღვრის უკანონოდ, გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად
გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო
სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, იემენის რესპუბლიკის 2
მოქალაქე დააკავეს.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი
პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის
მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიავარკეთილში ბილაინის ოფისი გაქურდეს