შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის ორი, ყირგიზეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს .

banner
წინა სტატიაშიკანაფის თემაზე მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი – კახა კალაძე
შემდეგი სტატია“ეკლესიას აზრი არ შეგვიცვლია და ვართ აბსოლუტურად შეუვალები”-მღვლდემთავრები მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ