შსს-მ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი, 1986 წელს დაბადებული გ.ჭ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის„ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგაერომ ევროკავშირი მიგრანტებთან მიმართებაში ორმაგი მორალის გამოყენებაზე გააფრთხილა
შემდეგი სტატია„ეროვნული ერთობის“ ლიდერ გიორგი ჭელიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ