28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

შსს-მ საგარეჯოში, Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი პირის მიერ, არასრულწლოვანების დამონტაჟებული, შეურაცხმყოფელი ფოტომასალის გავრცელების საქმეზე, გამოძიება დაიწყო

შსს-მ საგარეჯოში, Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი პირის მიერ, არასრულწლოვანების და მათი მშობლების დამონტაჟებული, შეურაცხმყოფელი ფოტომასალის გავრცელების საქმეზე, გამოძიება დაიწყო.
ინფორმაციას უწყება ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

,,სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს.

დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ”– აცხადებენ შსს-ში.

საგარეჯოში, 29 ივლისიდან Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი მომხმარებელი ყალბი ანგარიშიდან არასრულწლოვანებისა და მათი მშობლების დამონტაჟებულ, შეურაცხმყოფელ ფოტომასალასა და ტექსტებს ავრცელებს და 10 000 ლარს ითხოვს.

მუქარის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ შესრულდება, ან პოლიციას შეატყობინებენ, 3 ადამიანის მოკვლით იმუქრება. საგარეჯოელები ამბობენ, რომ უცნობი პირი უკვე სატელეფონო ზარებით მუქარაზე გადავიდა, რის გამოც ორ არასრულწლოვანს სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

“ყოველ საღამოს ველოდებით გამოჩნდეს ეს ადამიანი და უსაზიზღრესი რაღაცები დაწეროს. ფოტოები რომ აღარ გამოაქვეყნოს, ითხოვს 10 000-ს. სოფლის რესტორანია კარიბჭე და ითხოვს, რომ იმ ადგილას რომ დაიდოს 100-ლარიანი კუპიურებით 10 000 ლარი. დარწმუნებულია, რომ პოლიცია ვერ შეეხება”,-
ამბობს მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინელებს რუსებისთვის თავიანთი ცა არ დაუთმიათ და არც თმობენ