შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 8.6 მილიონის ჯარიმები გამოწერა

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით 8,665,000 ლარი შეადგინა.

ფლანგვის დეტექტორი ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯამში, დაჯარიმებულია 2 815 ადამიანი და 14 იურიდიული პირი.

21 მარტს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება გასცა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გრძელდება.

გარდა ამისა, გამოცხადებულია “თითქმის საყოველთაო კარანტინი”, რომელიც საღამოს ცხრიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან გასვლას კრძალავს.

საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევა 3000 ლარით ისჯება.

banner
წინა სტატიაშიშშმ პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადაეცა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა