საბავშვო პორნოგრაფიის შეძენა-შენახვისთვის შსს-მ რუსეთის მოქალაქე დააკავა

სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2007 წელს დაბადებული პ.პ. დააკავეს. მას 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა მის კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერში.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს” – აცხადებს შსს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მობილბანკში მომენტალური გადარიცხვის სერვისი ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიარა ეტაპზეა რუსეთის გეგმა საქართველოზე: რა შესრულდა, რა ვერა და რას უნდა ველოდეთ – გივი თარგამაძე