30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

შსს-მ ქვეყნის მასშტაბით 50 არალეგალი უცხოელი დააკავა — მიმდინარეობს მათი გაძევების პროცედურები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

“კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.

სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ შიდა ქართლში 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაუკრაინული დრონების იერიში მოსკოვზე – ნამსხვრევები რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოვარდა