შსს-მ ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბანთან, მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე განთავსებული 90-ე საარჩევნო უბნიდან, დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებით, ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.

“შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამართალდამცველები. მათ სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საარჩევნო ხმების დათვლის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“თუ სუსტი პრემიერი ხარ, კაცობა მაინც გეყოს”- სანდრა რულოვსი კვირიკაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რომ ჯიხაშკარი სხვა უბნებზე არ განმეორდეს