შსს-მ ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი: 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დავით ო., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მელორის ბ., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გოჩა ზ. და 1990 წელს დაბადებული დათა ფ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში, ვ.შ-ს საცხოვრებელ სახლში იმ დროს დააკავეს, როდესაც ფულს იპარავდნენ. პოლიციამ, მელორის ბ-ს პირადი ჩხრეკისას, ვ.შ-ს კუთვნილი 15225 ლარი და 740 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: თბილისში მივდივარ და ყრილობაზე წავალ თუ არა, გზადაგზა გადავწყვეტ