შსს-მ ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. 1978 წელს დაბადებული მალხაზ დ., 1972 წელს დაბადებული ხვიჩა მ., 1982 წელს დაბადებული ზაზა დ. და 1964 წელს დაბადებული დავით კ. თბილისში აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის შესახებ წინასწარ შეთანხმდნენ და დაგეგმილი დანაშაული 23 მარტს ჩაიდინეს. ბრალდებულებმა საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის საკეტი გატეხეს, ბინაში შეაღწიეს, ძვირფასეულობა და ფული მოიპარეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას მოპარული ძვირფასეულობა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ზარალმა 1 4307 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმთიან ყარაბაღში გამთენიისას ისევ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა
შემდეგი სტატიაშსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა