შსს-მ ქაშუეთთან დავით გულიაშვილზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული დ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისში, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დ.გ.-ს, რომელსაც სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დავით გულიაშვილი, რომელსაც ქაშუეთთან თავს 23 თებერვალს დაესხნენ, თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან, დაახლოებულ პირებს და კონკრეტულად გიორგი მიქაძეს ადანაშაულებდა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გავზარდოთ