შსს- მ პუბლიკის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პირი, რომელიც არჩევნების დღეს გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტს თავს დაესხა, დაკავებულია. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

31 დეკემბერს, გლდანის 7-ე საარჩევნო უბანზე პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ. გაბაძე თავდამსხმელს მობილურით იღებდა. მოქალაქე იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა (187-ე მუხლი) და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის (154-ე მუხლი) მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს
შემდეგი სტატიასაბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს