შსს-მ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა (+ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ფონიჭალის
დასახლებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 ნარკორეალიზატორი
დააკავა.
სამივე ნარკორეალიზატორს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა
ემუქრება.
პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო
შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა
განახორციელა.
კიდევ ერთი პირია დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის თბილისში. პოლიციამ,
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 500 აბი ნარკოტიკული
საშუალება „ექსტაზი“ და 4 შეკვრა „მდმა“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილი იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი”
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს 28 იანვარს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს