შსს-მ პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში 2, ბათუმში კი 4 პირი დააკავა

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკრებულოს სხდომების პარალელურად
მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

“პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის
ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული
წესით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან
დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა
შესაბამისი დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი
უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ
მოქალაქეებს – შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და
დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის
თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი: რამდენი ათასმა კაცმაც არ უნდა მოაწეროს ხელი სააკაშვილის გათავისუფლებას, მსჯავრი მისჯილი აქვს და უნდა მოიხადოს
შემდეგი სტატიამესამე პრეზიდენტს “ემპათიას” მედიკოსები მოინახულებენ