შსს-მ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ მონაწილე რუსეთის სამი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა. აღნიშნული პირები რუსეთის იმ დელეგაციის წევრები არიან, რომლებსაც კინემატოგრაფიულ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

ისინი საქართველოში დღეს მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ.

„2018 წლის 21 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რეისით, მოსკოვი-თბილისი ჩამოფრინდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. რეისის 3 მგზავრს უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. სამივე მოქალაქე უკან იმავე რეისით გააბრუნეს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის შვილი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს
შემდეგი სტატია“ქვეყნის დატოვება უშიშროების საბჭოს მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე, არის ძალიან არასწორი ნაბიჯი“