შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

news
ავტ.: news აგვისტო 28, 2016 10:50

შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე  დააკავა

მნიშვნელოვანი

  • თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს თანამშრომლებმა,

სხვა სტატიები

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო
ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი
განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს თანამშრომლებმა,
ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას
პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970წ. დაბადებული აზიზ მ. დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

აზიზ მ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 221-6,
223-6 და 434-10 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც
გულისხმობს: კანონის საფუძველზე ან რეგლამენტით მიღებული უსაფრთხოების
დაცვის ნორმების აშკარა დარღვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობას, გემის
კაპიტნის გაქცევისა და განსაცდელში მყოფთათვის დახმარების არაღმოჩენის
ფაქტს.

აზიზ მ.-ს მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.

news
ავტ.: news აგვისტო 28, 2016 10:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics