შსს-მ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი
მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ამავე
სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად
დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში
დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს
ე.ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული
პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და
პ.მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ
დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და
ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე
გარდაიცვალნენ.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე
საათში დააკავეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინასამ მზისკენ ზონდის გაშვება ერთი დღით გადადო
შემდეგი სტატიათურქეთი აშშ-სგან მოითხოვს თავი შეიკავოს “ასიმეტრიული ურთიერთობებისგან”