შსს-მ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს წარმოადგენს. გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიდღეს და ხვალ საქართველოში ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
შემდეგი სტატია“ეს არის თამაში სამივე მხრიდან”- ლევან ბერძენიშვილი ბურჭულაძე-გვარამიას საუბარზე